04:26
6 დეკემბერი, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ზუგდიდში "ნაცმოძრაობის" ოფისისთვის ნასროლი ყავარჯენი, სავარაუდოდ პოლიციელს მოხვდა
03-12-2019

ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ყავარჯენი ისროლეს. დაზიანებულია ოფისის კარი. როგორც „ინტერპრენიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სავარაუდოდ, ყავარჯენი მოხვდა ერთ-ერთ პოლიციელს, რომელის ოფისის შესასვლელთან იდგა.

ამის შემდეგ პოლიციამ აქციის მონაწილეებს უკან დაახევინა. მანამდე აქციის მონაწილეებმა ოფისის წინ ცოცხები და ყავარჯნები დააწყვეს.

„ზუგდიდი არ დაუშვებს არასდროს სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნებას. აღარ გვინდა ძალადობა. არ არის ცოცხებისა და ძალადობის დრო. ვიღაც-ვიღაცების სკამის გულისთვის ნუ გადავჭამთ ერთმანეთს. ცოცხებითა და ძალადობით ქვეყანა ვერ აშენდება,“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები.


ამასთან, როგორც შსს-ს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, ამაზე პოლიცია არ იყო ინფორმირებული.

„პოლიცია არ იყო ინფორმირებული, როგორც კი გვითხრეს, რომ მხარეები იყვნენ მოსულები, მაშინვე მოვედით,“ - აღნიშნა შსს-ს წარმომადგენელმა.

AutoPlay
რუსეთის საგარეო უწყება მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოსა და ნინო ბურჯანაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
"ეს იყო ძალიან მძიმე ტრავმა" - მეუფე გერასიმე ბერის დაკავებას ეხმაურება
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ბავშვთა პორნოგრაფიის საქმე- ერთ-ერთი დაკავებული ის პედაგოგია, რომლის სახლშიც აქამდე დაკავებული აშშ-ის მოქალაქე ცხოვრობდა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ფონიჭალაში ტრაილერი გადაბრუნდა - რუსთავის მიმართულებით მოძრაობა შემოვლითი გზით ხორციელდება
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
"როგორ უნდა დავწვე და დავიძინო უიმისოდ..." - ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული პედაგოგის დედამთილი
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები