ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს. ბერი პოლიციამ გუშინ აიყვანა. იქამდე კი 2 ნოემბერს, იგივე საქმეზე შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა. "პალიტრანიუსის" ინფორმაციით, ათონის მთაზე მოღვაწე ბერს 40 აბი მეტადონი აღმოუჩინეს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ ამოღებული ნარკოტიკის სახეობა ექსპერტიზის შედეგად დადგინდება. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძება - შენახვას გულისხმობს.