ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს მობილურ კლინიკაში ერთი კარის პრინციპით 6 დაავადების - ტუბერკულიოზის, C ჰეპატიტის, აივ/შიდსის, დიაბეტის და არტერიული ჰიპერტენზიის ერთდროული სკრინინგი ჩაუტარდათ. პროექტის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა. პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე დაესწრო. სამედიცინო მომსახურეობა ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინებით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.