ზუგდიდში კორპუსის ერთ ერთ სადარბაზოსთან ახალგაზრდა ქალი გაძარცვეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ქალს გვიან ღამით სადარბაზოს შესასვლელთან ორი ახალგაზრდა მამაკაცი თავს დაესხა. თავდამსხმელებმა ქალს ჩანთა გასტაცეს. გამოძიება სიოსხლის სამართლის კოდექსის 178 ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.