ზუგდიდის "ქართული ოცნების" შტაბთან, დგებუაძეების მხარადასჭერ აქციაზე, რომელსაც მერობის დამუკიდებელი კანდიდატი თენგიზ ჯგუშია შეუერთდა ინციდენტი მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა სავარაუდოდ ჯგუშიას მისამართით სანთებელა ისროლა, რომელიც მოქალაქეს ხელზე მოხვდა. მამაკაცი ადგილიდან პოლიციამ დააკავა. მოგვიანებით, აქ შუახნის მამაკაცი გამოჩნდა, რომელმაც ჯგუშიას ურჩია, რომ აქ სიტყვით გამოსვლას შეეშვას, რასაც აქციის მონაწილეებოს პროტესტი მოჰყვა.