თვითმხილველების ინფორმაციით, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ და დაჭრა. მათივე ცნობით, ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა, ხოლო მამაკაცი იუსტიციის სახლთან დააკავეს.დაჭრილ გოგონას ჭრილობები მხრის და გულ-მკერდის არეში აღენიშნება. როგორც ზუგდიდის ჰოსპიტალში განაცხადეს, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.