ზუგდიდში დაკავებულ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ აქტივისტს ბრალი წაეყენა, მეორე-კი გათავისუფლდა. უფრო კონკრეტულად, მანუჩარ ჩხეტიას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ედება ბრალი, თუმცა დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და ის საკუთარი პოზიციის სასამართლოში დაფიქსირებას აპირბეს. რაც შეეხება ანა წითლიძეს, ის წუხელვე გაათავისუფლეს.
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, მათი პარტიის წევრები ზუგდიდში მათსა და პოლიციის უფროსს შორის შელაპარაკების შემდეგ დააკავეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა პოლიციელებს ავტომობილით გადაადგილების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.