18:26
7 ივლისი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ზუგდიდში C ჰეპატიტის მართვის უპრეცედენტო მასშტაბის ცენტრი გაიხსნა
22-03-2017

ზუგდიდში დღეიდან C ჰეპატიტის მართვის უპრეცედენტო მასშტაბის ცენტრი ფუნქციონირებს, - თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და აშშ-ის ელჩ იან კელისთან ერთად გახსნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, C ჰეპატიტის მართვის ცენტრში სერვისების სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი. ბენეფიციარები სკრინინგს, დიაგნოსტიკას, ექიმის კონსულტაციას, რეგისტრაციასა და მედიკამენტებს ადგილზე, ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებენ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები