თბილისში, დღეს დაგეგმილი აქციას სოლიდარობა გამოუცხადეს ზუგდიდში. არასამთავრებო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები სამხარეო ადმინისტრაციასთან ლოზუნგით "შინ ევროპაში" შეიკრიბნენ. "წარმოდგენილი აქცია-პერფორმანსი არის ერთგვარი სოლიდარობის გამოხატულება იმ აქციის, რომელიც ტარდება თბილისში. ჩვენ აქ მივიტანეთ ლოზუნგები, რომელიც პირდაპირ კავშირშია ევრო ინტეგრაციასთან. ჩვენ გვინდა ევროინტეგრაცია, იმისთვის რომ გვქონდეს სამართლიანი არჩევნები, დაცული იყოს ადამიანის უფლებები, ჩვენი გზა ევროპისკენ არის უალტერნატივო",- განაცხდა სამართილიანი არჩევნების რეგიონულმა ხელმძღვანელმა დავით ლოგუამ.