ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ სიმამრმა დაჭრა - Palitra News

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ სიმამრმა დაჭრა

2019-03-31 15:21:23+04:00

ზუგდიდში, მეორე სკოლის მიმდებარედ ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დაახლოებით ერთი საათის წინ მოათავსეს.ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცი სასიმამრომ დაჭრა. როგორც პალიტრანიუსს საავადმყოფოში განუცხადეს, მამაკაცს ბარძაყის არეში ზედაპირული ჭრილობა აღენიშნება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.