ზუგდიდის ცენტრში 15 წლის გოგონას ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, გოგონა შუქნიშანზე, წითელზე გადადიოდა, რა დროსაც, მას Opel-ის მარკის ავტომანქანა დაეჯახა.
გოგონა სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც პალიტრანიუსს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადეს, მას მოტეხილობები არ აღენიშნება. მოზარდს შესაბამისი კვლევები უტარდება.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.