ზუგდიდში თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. საინიციატივო ჯგუფის წევრები ზუგდიდის ცენტრში, მერიის შენობის წინ შეიკრიბნენ. აქციას „ნაციონალური მოძრაობაც“ შუერთდა. პარტიის წევრთა განცხადებით, თუ ხელისუფლება მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს თვითმმართველობების განვითარების მიმართულებით უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება. როგორც საინიციატივო ჯგუფში აცხადებენ, ხელმოწერების შეგროვება მთელი ქალაქის მასშტაბით მოხდება და ის პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეგზავნება.