ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმაური რამდენიმე წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც კომისიის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა. ნაციონალური მოძრაობის წევრები მოითხოვდნენ ფოტო და ვიდეო მტკიცებულებების ჩვენებას, რომლებიც ადასტურებს, რომ კომისიიდან გატანილი სიები და ბეჭდები კონკრეტულ პირებს სახლში ჰქონდათ. ხმაურიც ამან გამოიწვია, ასევე ოპოზიცია ითხოვდა კენჭისყრაზე დამდგარიყო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, თუმცა მესხმა არც ერთი მოთხოვნა არ გაითვალისწინა და სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.