#67 ზუგდიდის საოლქო კომისიის სხდომაზე, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებიან, ხმაურია.
ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომაზე დამატებით საკითხად იმ ვიდეო მასალის განხილვას ითხოვენ, რომელიც მათი მტკიცებით, იმ ფაქტებს ასახავს, თუ რა ვითარებაში გაიცა საოლქოდან ბეჭდები.
როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ბეჭდები არ არის დალუქულ მდგომარეობაში, არამედ ინახება კომისიის თავმჯდომარეების სახლებში. ოპოზიცია ასევე ითხოვს, კომისიის წევრებმა განიხილონ საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადადგომოს საკითხი.
თავად მირანდა მესხი კი განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხების განხილვის მოთხოვნით, ოპოზიციამ განცხადება უნდა შემოიტანოს.