ზუგდიდში სადაც დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრებისა და ადგილობრივი მოსახლეობის აქციის დროს სამართალდამცველებსა და ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა.აქციის მონაწილეებს, რამდენიმე წუთის განმავლობაში გზა გადაკეტილი ჰქონდათ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ გზა გაახსნევინეს.ამასთამ, აქციაზე ბესიკ დგებუაძის დედა შეუძლოდ გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო. დგებუაძის ოჯახის წევრები,13 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ დგებუაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება უნდა დატოვოს.შეგახსენებთ, ბესიკ დგებუაძე, დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ მომხდარი დაპირისპირების საქმეზეა დაკავებული. გარჩევისა და სროლის დროს თავად დგებუაძეც დაიჭრა.