ხმაური ზუგდიდში - ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრის პროცესი ხმაურით დაიწყო. სხდომის დაწყების დროს დარბაზში ოპოზიციის წევრები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე შევიდა და პროტესტის ნიშნად სხდომის ჩაშლა ხმაურით სცადა.
ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ბიუჯეტის პროექტს წინა მოწვევის საკრებულოს წევრებით უყრის კენჭს, რაც კანონდარღვევაა. მათივე განმარტებით, ეცდებიან, რომ ამ უკანონო პროცესს ხელი შეუშალონ. ოპოზიციის წევრები დარბაზიდან პოლიციის მეშვეობით გაიყვანეს. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების პროცედურა გრძელდება.