ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი წუხელ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს. გრიგოლ მიქავა პოლიციამ წერეთლის ქუჩაზე გააჩერა. შემოწმებაზე გადაიყვანეს მიქავას მეგობარი 25 წლის ლევან ხვიტია. ის საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან აიყვანეს. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო. ლევან ხვიტიას ნარკოტიკის მოხმარება შემოწმების შედეგადაც დაუდგინდა.