ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი, გრიგოლ მიქავა, რომელიც წუხელ დააკავეს, ამ დროისთვის გათავისუფლებულია. არსებული ცნობით, ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსს ნარკოლოგიური შემოწმება არ ჩატარებია, ვინაიდან მან შარდის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. 12-საათიანი დაკავების შემდეგ ის გაათავისუფლეს. ამასთან, წუხელ ღამით სამართალდამცავებმა ზუგდიდში ადგილობრივი მკვიდრი ლევან ხვიტიაც დააკავეს, რომელსაც, მისივე ადვოკატის ინფორმაციით, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში შემოწმებისას მარიხუანას მოხმარება დაუდგინდა. მისი ადვოკატის მტკიცებით, ხვიტიას დაკავებას ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსის გრიგოლ მიქავას დაკავებასთან კავშირი არ აქვს.