2022 წლის ბიუჯეტი ხმაურის ფონზე დაამტკიცა ზუგდიდის საკრებულომ. მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტის დამტკიცება მოსახლეობას ახლად არჩეულმა მერმა მამუკა წოწერიამ მიულოცა. მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება ლეგიტიმურია.
ბიუჯეტის დამტკიცების პარალელურად, ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან სამართალდამცავებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას 2 ადამიანი დააკავეს.