ზუგდიდის საკათედრო ტაძრის ეზოში, სადაც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებდნენ, ლევან ვასაძე მივიდა. ეკლესიის ეზოში სუფრაც იყო გაშლილი. ამასთან დაკავშირებით ეკლესიის ეზოში შეკრებილებმა განაცხადეს, რომ ეს ჩვეულებრივი ტრაპეზია და უბრალოდ ხელმოწერების შეგროვებას დაემთხვა. ლევან ვასაძის თქმით, ამ ტაძარში პირველად იმყოფება და იმ ადამიანების აზრებს იზიარებს, ვინც ტაძრის ეზოში ხელმოწერებს აგროვებს. სუფრის წევრები ლევან ვასაძეს ტაშით შეხვდნენ.