ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის ვირუსით დაავადებული 42 ადამიანი მკურნალობს. კლინიკის დირექტორის თქმით, მათ შორის ერთი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა. 42-დან 13 პაციენტი ბავშვია. რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ორ მოზარდს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.ცნობისათვის, პარასკევს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის ვირუსით დაავადებული 51 პაციენტი მკურნალობდა.