ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჭიშკარს შეეჯახა, რის შედეგადაც აალდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა.
როგორც "პალიტრანიუსს" სოფლის რწმუნებულმა ბადრი დარასელიამ განუცხადა, გარდაცვლილი ჭითაწყარის მკვიდრი 45 წლამდე მამაკაცია. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.