ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ გავრცელებული ჩანაწერები მიზანმიმართული პროვოკაციაა. ამის შესახებ ლაშა გოგიამ "ქართული ოცნების" ზუგდიდის შტაბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. "რუსთავი 2"-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია ბიზნესმენ კვირკვიასთან სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ბიზნესმენი მერისგან მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.