მართველი გუნდი ,ზუგდიდის ყოფილი მერის და მისი მოადგილის დაკავებას ეხმაურება.შს მინისტრის თქმით ლაშა გოგია დააკვეს ,მაშინ როცა ანტიკორუფციულმა სააგენტომ სტანდარტით გათვალისწინებული მტკიცებულებები შეკრიბა. მინისტრის თქმით, ოპოზიციის გადასაწყვეტია, დაუკავშირებს თუ არა გოგიას დაკავებას არჩევნებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით,მერის და მისი მოადგილის , დაკავებას საარჩევნო პროცესთან შეხება არ აქვს. თანაგუნდელების მოსაზრებებს იზიარებს პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძეც . ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით 1-ელ ნოემბერს დააკავა.