წინასწარი პატიმრობა ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს - გადაწყვეტილება ლაშა გოგიასა და გია გულორდავას აღმკვეთი ღონისძიების შესახებ საქალაქო სასამართლომ მიიღო. სხდომაზე მოსამართლეს სიტყვით მიმართა ზუგდიდის ყოფილმა ვიცე-მერმა. გია გულორდავას თქმით, თუ პროკურატურას მძევალი სჭირდება, ის მზად არის პატიმრობაში დარჩეს და თხოვნით მიმართა სასამართლოს ლაშა გოგია გაათავისუფლონ, რადგან მისი მტკიცებით, მოლაპარაკებებში ყოფილ მერს მონაწილეობა არ მიუღია. საქმის პროკურორმა, ბექა ბეჟაშვილმა განმარტა, რომ გამოძიების მეირ წარმოდგენილი იყო ყველა საჭირო მტკიცებულება იმისათვის, რომ ბრალეუდობა დადასტურებულიყო და დაკავებული პირები პატიმრობაში დარჩენილიყვნენ.ლაშა გოგიასა და გია გულორდავას ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ბრალეულობა არ დასტურდება და არც დაკავებულების მიმალვის საშიშროება არ არსებობს. სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გოგია და გულორდავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით პირველ ნოემბერს დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერი, სადაც დაკავებულების მიერ ქრთამის აღებაზეა საუბარი, ავთენტურია.