ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მრავლობითი დაზიანებებით არიან მოთავსებული, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. როგორც სოფლის რწმუნებულმა დავით ბიგვავა აცხადებს შემთხვევა წუხელ ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე, დარჩელის მონაკვეთზე მოხდა. გარდაცვლილთა შორის ცოლ-ქმარია.
არსებული ინფორმაციით, მანქანა ბორდიურს შეეჯახა, რის შემდეგაც ამოყირავდა. შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.