ზუგდიდის მერთან, ლაშა გოგიასთან და ვიცე-მერთან, გია გულორდავასთან ერთად დაკავებულ ორ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა და დარბაზიდან გაათავისუფლა. თენგიზ ქობალია, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, 10 000-ლარიანი გირაოს, ხუტა ბაღათურია, რომელსაც ბრალი ცრუ ჩვენებისთვის აქვს წაყენებული, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა, განუცხადა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულმა პირებმა აღიარებითი ჩვენება მიაცეს. რაც შეეხება, ზუგდიდის მერსა და ვიცე-მერს ისინი ამ ეტაპამდე ბრალს არ აღიარებენ. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ყოფილ მერს, ლაშა გოგიასა და ვიცე-მერს, გია გულორდავას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღებას ედავებინ, თენგიზ ქობალიას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას, ხუტა ბაღათურიას კი ბრალი ცრუ ჩვენებისთვის აქვს წაყენებული.