ზუგდიდის მერი, გიორგი შენგელია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალური ქსელით გაავრცელა. გიორგი შენგელია გადაწყვეტილების მიზეზად შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ასახელებს.
"ჩემთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო, არის და იქნება სწორ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული ადამიანური ურთიერთობები, კეთილსინდისიერება პირად ურთიერთობებში, საჯარო სამსახურსა თუ პოლიტიკაში.შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია დავტოვო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა”- წერს შენგელია facebook-ზე.