ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სანდრა რულოვსი იქნება. გადაწყვეტილება გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა ცოტა ხნის წინ მიიღეს. განცხადება საგანგებო ბრიფინგზე, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. მან საზოგადოებას შეახსენა საპარლამენტო არჩევნების დროს განვითარებული მოვლენები და თქვა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სანდრა რულოვსმა, რომელიც კენჭს ზუგდიდში იყრიდა, არჩევნები მოიგო, თუმცა მასშტაბური გაყალბების გამო, მან უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე.