ზუგდიდის მერიის მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის ყოფილ უფროსს თენგიზ ქობალიას და მასთან ერთად დაკავებულ მოქალქე ხუტა ბაღათურიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. როგორც თენგიზ ქობალიას ადვოკატმა სოსო ჯანაშიამ განაცხადა, მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შეთავაზება 60 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესია.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ზუგდიდის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი საკუთარ კაბინეტში დააკავეს. გამოძიება მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. სუს-ში აცხადებენ, რომ თენგიზ ქობალიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და ვიცე-მერის გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ აცნობა. ხოლო მეორე დაკავებულს ცურ ჩვენების მიცემას ედავებიან.