პარლამენტში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლებს 24 დეკემბერს მოუსმენენ.შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახური საქმიანობის ანგარიშით პარლამენტის შესაბამის კომიტეტშია მიწვეული. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში განხორციელებული ინსპექტირება იქნება.ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა წინ.