საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" ფეხბურთელები კლუბისგან 3 თვის ხელფასის გადახდას ითხოვენ. როგორც კლუბის ფეხბურთელებმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მათ მხოლოდ სექტემბრის თვის ნახევარი ხელფასი აქვთ აღებული და შემდეგ ხელფასი არ აუღიათ. როგორც საფეხბურთო კლუბი ”ზუგდიდის” ერთ-ერთი ფეხბურთელი გიგა ბეჭვაიამ ბრიფინგზე აღნიშნავს, ამ დავალიანების გამო შესაძლებელია კლუბმა ვერ გაიაროს ლიცენზირება, რის შედეგადაც მათ აეკრძალებათ პრო2-ში თამაში.