დღეიდან ზუგდიდის აგრარული ბაზრის ნაწილი ფუნქციონირებას დაიწყებს. იმუშავებს ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე სასურსათო მაღაზიები და ხილ-ბოსტნეულის, რძისა და ხორცის პროდუქტების სექცია. ადგილზე ვითარებას სამართალდამცველები და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები გააკონტროლებენ. ბაზარში შესასვლელად მოქალაქეებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ პირბადე.
გარდა ამისა, სოფლის რწმუნებულებსა და სოფლის მაჟორიტარებს მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების საშუალება მიეცათ, რათა მოსახლეობას, რომელსაც დახმარება სჭირდება, შესაბამისი მომსახურება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაუწიონ.
შეგახსენებთ, ზუგდიდის ბაზარი 16 აპრილს დაიხურა, რისი მიზეზიც მოქალაქეთა რიგების მოუწესრიგებლობა გახდა.