ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ 18 დან 9 საჩივარი განიხილა. როგორც კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა განაცხადა, 9 საჩივრიდან 5 საჩივარი დაკმაყოფილდა, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ეკუთვნოდა. ნაციონალური მოძრაობის 2 საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. რაც შეეხება 2 დაუკმაყოფილებელ საჩივარს, ერთი ეკუთვნოდა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, სადაც უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ, თუმცა ფაქტების არარსებობის გამო არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა საიას კიდევ ერთი საჩივარი, რომელიც გადასატანი ყუთის დაგვიანებასთან დაკავშირებით დაიწერა.