ზუგდიდი-ცაიშის ავტომაგისტრალზე ავარიას მოპედის მძღოლი ემსხვერპლა. მოპედი გაჩერებულ ტრაილერებს დაეჯახა, რის შედეგადაც მოპედის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით დაწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გუშინ საღამოს კიდევ ერთი ავარია მოხდა, ერთმანეტს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა, რომლის დროსაც ზუგდიდის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა.