ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელი გზაზე, 98-ე კილომეტრთან, სოფელ დიზთან, კლდოვანი მასა ჩამოწვა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგება.