ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ინტენსიური წვიმისა და ქვის ცვენის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ83 დაკეტილია, ხოლო დიზი-ლახამულა მონაკვეთზე კმ91-კმ101 ცალმხრივად გახსნილია.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.