13:01
14 ოქტომბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
ზრდის თუ არა კიბოს განვითარების რისკს შილაკი? - ის, რაც ყველა ქალს დააინტერესებს
08-10-2019

შილაკის გაკეთების დროს ლაქი იძენს ფრჩხილზე მდგრადობას ულტრაიისფერი სხივების საშუალებით, მაგრამ მისი ზემოქმედება ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მომტანი არ არის. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ გელ-მანიკურის პროცესში ხელები სხივდება ულტრაიისფერი გამოსხივებით 5-10 წუთის განმავლობაში და, როგორც წესი, ეს თვეში მხოლოდ 2-ჯერ ხდება.

ნიუ-იორკის კიბოს დაავადებების პრევენციის Mount Sinai Hospital-ის სპეციალისტი პაოლო ბოფეტი (Paolo Boffetta) აღნიშნავს, რომ "დასხივების ასეთი დაბალი დოზა არ არის სერიოზული ზიანის მომტანი. რისკის ზრდის თვალსაზრისითაც ის უმნიშვნელოა. ჩვენ
ყოველდღიურად გაცილებით დიდი რისკის ქვეშ ვიმყოფებით ქუჩაში გამოსვლისას. ამდენად იმ გოგონებთან შედარებით, ვინც რეგულარულად იკეთებს გელ-მანიკურს, რეიტინგში უფრო ზედა პოზიციაზე ისინი არიან, რომლებიც მუდმივად ირუჯებიან, ცხოვრობენ ცხელი კლიმატის პირობებში ან მუშაობენ ღია ცის ქვეშ".
მნიშვენლოვანია, ვიცოდეთ, რომ კანზე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებასთან დაკავშირებული რისკები იზრდება მოზარდობის პერიოდში, იმდენად, რამდენადაც რაც უფრო მცირეა ადამიანის ასაკი, მით სწრაფად ახდენს სხივები გარკვეულ ცვლილებებს დნმ-ში და დროთა განმავლობაში საშიშროება მატულობს. სწორედ ამ მიზეზით, მოზარდებისთვის არაა სასურველი შილაკი, სოლარიუმი და მზეზე ხანგრძლივად ყოფნა.

აღსანიშნავია, რომ მანიკურის საშრობი ლამფის ზიანის შეფასებისადმი მიძღვნილი კვლევა, მოცემული მომენტისათვის არ არსებობს.

დრექსელის უნივერსიტეტის (Drexel University) დერმატოლოგიის პროფესორი კრისტინა ჩუნგი აღნიშნავს, რომ "შილაკის საშრობი ლამფის პოტენციური ზიანი იმდენად მცირეა, რომ მისი განსაზღვრა პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ ლამფის ქვეშ კანი არ წითლდება და არ იცვლის ფერს, ულტრაიისფერი გამოსხივების ინტენსივობა უმნიშვნელოა".

რაც შეეხება ნაადრევი დაბერების პრობლემას, კანის კიბოსთან ბრძოლის ამერიკული ფონდის (Skin Cancer Foundationi) რეკომენდაციით, მანიკურის გაკეთებამდე 10-15 წუთით ადრე წაისვით ფართო მოქმედების სპექტრის მზისგან დამცავი კრემი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები