ვიდეო კონფერენციების სერვისის Zoom-ის ყოველდღიურ მომხმარებელთა რიცხვი ბოლო 3 კვირის განმავლობაში 50%-ით გაიზარდა და 300 მილიონ ადამიანს მიაღწია. ამის შესახებ „როიტერსი“ კომპანიის ანგარიშზე დაყრდნობით წერს.სააგენტოს ცნობით, მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ Zoom-ში კონფიდენციალურობა დაცული არ არის, კომპანიის მომსახურებით მოსარგებლე ადამიანების როცხვი მაინც იზრდება. როგორც ცნობილია, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოების მიზნით თავის თანამშრომლებს Zoom-ის გამოყენება შეუზღუდა.
Zoom-ის გამოყენება აკრძალა ტაივანის ხელისუფლებამაც. ბრიტანული გაზეთის Financial Times- ის თანახმად, შეერთებულ შტატებში სენატორებს ასევე სთხოვეს, არ გამოიყენონ Zoom-ი სამსახურეობრივი ონლაინ შეხვედრებისთვის.Zoom- ის პოპულარობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც კორონავირუსის გამო მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კომპანიებმა დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. შედეგად, კომპანიის აქციების ღირებულება წლის დასაწყისიდან ორჯერ გაიზარდა.