Zoom- ი მომხმარებლების წინაშე ახალი პროდუქტით - OnZoom– ით წარსდგა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ აპის მეშვეობით “ლაივ ივენთები“ გამართონ და წინასწარ ბილეთებიც გაყიდონ.
OnZoom-ი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ფიტნესის, მუსიკის, გასართობი ღონისძიებებისა და სხვა საინტერესო პროექტების ფასიანი ჩართვა განახორციელონ. ბილეთების გაყიდვა შესაძლებელია ათასზე მეტი დამსწრესთვის.
OnZoom-ი ჯერ მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვრცელდება. პროგრამა სატესტო რეჟიმში არის გაშვებული. ანალიტიკოსების თქმით, წამოწყებას დიდი პოტენციალი აქვს და ბაზარზე მოთხოვნაც არსებობს.