ზონალურ-საათობრივი პარკირების მომდევნო ეტაპი საბურთალოს რაიონში ამოქმედდება. თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით პროექტი მასშტაბური იქნება. თუმცა არ დაუკონკრეტებია საბურთალოს რაიონის რომელ ქუჩებზე დაიწყება ზონალურ-საათობრივი პარკირება. მან აღნიშნა, რომ ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოსახლეობას მოგვიანებით მიაწვდიან. 10 მარტიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ბარათაშვილის ქუჩაზე ამოქმედდება. ამ ეტაპზე კი საატობრივი პარკირება უკვე მოქმედებს კოტე აფხაზის ქუჩაზე.