დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირება საბურთალოს რაიონში პეკინის გამზირის შემდეგ ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზეც ამოქმედდება.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, თბილისის იმ ტერიტორიებზე, სადაც პარკირების აღნიშნული სისტემა დაინერგა, პროექტი წარმატებით ხორციელდება. თბილისის მერი კიდევ ერთხელ განმარტავს, თუ ვის და რა პირობებით შეუძლია ზონალურ-საათობრივი პარკირებით სარგებლობა.
ამასთან, მისი თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების პროექტი განხორციელდება ვაკის რაიონის ზოგიერთ ქუჩაზე და თბილისის მასშტაბით პარკირების საფასური ქუჩების ადგილმდებარეობიდან გამომდინარე სხვადასხვა იქნება.