"დაიცავი კანონი", "ნუ ემსახურები ბიძინას", "დაგვიცავი - ნუ გაიწევი", "ნუ ასრულებთ უკანონო დავალებას", - ამ ლოზუნგებით სამოქალაქო მოძრაობის "შეცვალესა" და "სირცხვილიას" წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია- პერფორმანსი გამართეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით მათი მთავარი მოთხოვნაა, სამართალდამცავებმა პირველ რიგში დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები და არ დაემსგავსონ "ადრე ქვეყანაში მოქმედ "გაიშნიკებს".