ზოგს ჩვენი ვალი აქვს, ზოგის ვალი ჩვენ გვაქვს. მთავარია, ყოველ თვე ვარიგებთ ხელფასს, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ფინანსურმა დირექტორმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ფინანსური პრობლემებისა და გარღვევების შესახებ, დაკავებული დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის სახელით გავრცელებულ წერილში გაჟღერებულ ინფორმაციას წერილში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში არსებულ ფინანსურ პრობლემებზეც არის საუბარი.
რაც შეეხება უშუალოდ ცენტრის დირექტორის მოადგილის, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებას, ვეფხია ოდიშარიას განცხადებით, სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებისთვის დაუჯერებელია მის მიმართ წაყენებული ბრალდება.
იხილეთ:საგანგებო თათბირი წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის კლინიკაში - გამოძიების ვერსიას გორისა და ატენის მიტროპოლიტი არ ენდობამამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს - პროკურატურის საგანგებო ბრიფინგი