ჩვენ ვიყავით ყველგან, იქ, სადაც საქართველოს მოქალაქეს სჭირდებოდა დახმარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქაალაქეების დახმარებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში 13 000-მდე მოქალაქე დაბრუნდა, ხოლო 22 000-მდე მოქალაქეს ადგილზე გაეწია სხვადასხვა სახის დახმარება.