შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატებს პოლიციელებისა და შსს-ს თანამშრომლების სახელით მიმართა.გახარიამ პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ამ მიმართვაში ხაზგასმული საკითხები პოლიციელსა და შსს-ს თითოეულ თანამშრომელს აღელვებს.
გახარიამ ყველა მხარეს მოუწოდა, რომ პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის პირობებში პოლიცია არ გახადონ მხარე. შს მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ხშირად ადგილი აქვს პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობებსაც. გახარიას განცხადებით ყველას უნდა ესმოდეს, რომ პოლიციის კანონიერ ქმედებას ვერ შეზღუდავს ვერასდროს ვერავინ