ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი კონგრესმენი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება, - ასე უპასუხა პრემიერმა რამდენიმე კონგრესმენის მიერ სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოსთვის გაგზავნილ წერილზე დასმულ კითხვას, რომელშიც ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი რუს ოლიგარქად არის მოხსენიებული.
პრემიერის განმარტებით, ამერიკული პოლიტიკური სპექტრი, განსაკუთრებით ახლა, არის ძალიან განსხვავებული.