საიდუმლოებით მოცული სერიული მკვლელი მეტსახელად "ზოდიაქო", რომელსაც ხშირად მე-20 საუკუნის "მფატრავ ჯეკსაც" ეძახიან, რადგან ბრიტანელი "კოლეგის" მსგავსად მისი შეპყრობაც შეუძლებელი აღმოჩნდა, 1960-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა სან-ფრანცისკოში."ზოდიაქო" მკვლელმა თავად დაირქვა იმ ცინიკურ წერილებსა და კრიპტოგრამებში, რომელთაც პოლიციასთან ერთად პრესასაც უგზავნიდა და სადაც თითქოს მისი მონაცემები იყო დაშიფრული.