ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ არ დაბრუნდება. აღნიშნული ინფორმაცია „როსონერის“ ტექნიკურმა დირექტორმა ლეონარდომ გაავრცელა. ბრაზილიელის განცხადებით, შვედის დაბრუნების იმედი გულშემატკივრებს არ უნდა ჰქონდეთ. ლეონარდოს განცხადებით, ისინი მართლაც ფიქრობდნენ ზლატანის დაბრუნებაზე თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი ვერ განხორციელდა.