"ლოს ანჟელეს გალაქსის" თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს შვედეთში ძეგლს დაუდგამენ. შვედეთის ფეხბურთის ფედერაციამ ძეგლის დამზადება მოქანდაკე პიტერ ლინდეს შეუკვეთა. ბრინჯაოს ძეგლი 2.7 მეტრის სიმაღლის და 500 კილოგრამი წონის იქნება.ძეგლს "მალმიოს" ძველ და ახალ სტადიონებს შორის დადგამენ, სადაც იბრაჰიმოვიჩმა ფეხბურთის თამაში დაიწყო.